ტროტუარებზე აიკრძალება გარევაჭრობა და ტერიტორიიდან აღებული იქნება ყველა უკანონოდ განთავსებული ნაგებობა.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 156 ადამიანი აიცრა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რუსეთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნატო-სა და ეუთო-ში ოფიციალურ მოთხოვნას გზავნის.
2021 წლის განმავლობაში ქართული ბანკების წმინდა მოგება რეკორდულად გაიზარდა. მთლიანობაში 14-მა კომერციულმა ბანკმა 2.08 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავა, რაც არამხოლოდ კრიზისულ 2020 წელთან, არამედ 2019 და ნებისმიერ წინა წელთან შედარებითაც მეტია.
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP-ის ხელმძღვანელი, მადლენ ოლბრაიტი წერილით ეხმაურება ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნას.
„პისიარ ტესტირებითაც „ომიკრონის“ დადგენა გართულებულია“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების უფროსმა მაია ზალდასტანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ სურდა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის აეხსნა, თუ რა ტიპის ე.წ. შეთანხმების პროცესი წამოიწყო, მაგრამ ეს საუბარი არ შედგა.
“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელის მეშვეობით წერს, რომ ისრაელი ყიდულობს “ნოვოვაქსის” Novovax კოვიდის 5 მილიონ ვაქცინას და ეს უკვე საინტერესოა.
დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ ამერიკულ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც აკავშირებს საქართველოს ევროპასთან. ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.