საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2021 წელს, 5 მოკვლევის საქმე და 1 ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. მომზადდა კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების 1 ანგარიში. ასევე, 3 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა. საანგარიშო პერიოდში, გაცემული იქნა ჯამში 14 რეკომენდაცია, მათ შორის - 13 ფარმაცევტული ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაჯანსაღების მიმართულებით.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ქართული ღვინისა და ყურძნისეული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლია.
ჩვენი დაპირება იყო, რომ არ დავტოვებდით დასახლებას, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებდა - მიმდინარეობს მარშრუტების გადალაგება ისე, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერია „გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარებს დამატებით კვლევებს დაუფინანსებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მე ძალიან კარგად ვიცი რა არის გაჭირვება, რა არის წარმატება, ყველაფერი გამოვლილი და გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2021 წელს, ქართული ღვინო მსოფლიოს 12 ქვეყანაში, 80-ზე მეტ ღონისძიებაზე იყო წარდგენილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საჯაროდ არ ამხელს, თავად ემხრობა თუ არა „მწვანე პასპორტების“ გაუქმებას, თუმცა მთელი რიგი დაწესებულებისთვის მათი გამოყენების რეკომენდაციას იძლევა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, ჯანმო შეშფოთებულია ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებულ ნარატივთან დაკავშირებით, რომ „ომიკრონ“ ვარიანტის მაღალი გადაცემის და დაბალი სიმძიმის გამო, გავრცელების პრევენცია აღარ არის შესაძლებელი და აღარც საჭიროა.
საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 44 ადამიანი, ხოლო 9 555 პირი გამოჯანმრთელდა.
სტუდენტებს, რომლებიც სოციალურ ქსელში დიდ დროს ატარებენ, სისხლში ცილის მაღალი დონე აღმოაჩნდათ, რომელიც სხვადასხვა ქრონიკული დაავადების განვითარებასთან არის დაკავშირებული - ამის შესახებ INSIDER-ი წერს. გამოცემა ეყრდნობა ახალ კვლევას, რომელიც ჟურნალ Cyberpsychology, Behavior, and Social Networking-ში გამოქვეყნდა.