ჩემთვის უმთავრესი პრინციპია, რომ უკლებლივ ყველას მერი ვარ, -ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ყველას მერი იქნება, განურჩევლად ამა თუ იმ ადამიანის პოლიტიკური შეხედულებებისა. კახა კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დედაქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 58 291 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 465 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 826 PCR ტესტით.
იფექციონისტი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე წერს და განმარტავს , რომ რეანიმაციულ განყოფილებებში 99% აუცრელი პაციენტია.
დასანანია, რომ სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა წარმოეჩინა გამჭვირვალობა და კვლავ ვერ შეძლო თავისი წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრის დანიშნვას ეხება.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შეზღუდვების ამოქმედებას არ ემხრობა, თუმცა, იგი მომხრეა, რომ საქართველომ ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტი შემოიღოს და ვაქცინირებულ ადამიანებს გარკვეული პრივილეგიები მიეცეთ.
კარლ ჰარცელი - ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები
ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაშია ნათქვამი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შეზღუდვების ამოქმედებას არ ელოდება.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბათუმში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ ქართველი ხალხის დაკვეთაა, ძალიან მჭიდრო დაპირისპირებაშიც კი შევიდნენ.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) განმარტავს, რომ მოქალაქეებისათვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ იზრდება.
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, მერის იმპიჩმენტის საკითხი დასვან იმ რაიონებში, სადაც საკრებულოს უმრავლესობა აქვს მოპოვებული. დოლიძე აღნიშნულ გეგმას “სახალხო იმპიტჩენტს” უწოდებს.