ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მის დაკავებასა და მკურნალობას. მათ შორის, გავეცანით მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ეს არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ, აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საწვავის ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც WWW.BUSINESSTIME.GE უცვლელად აქვეყნებს:
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რადიკალური ჯგუფები განიხილავენ ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს“.
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დასაშვები ხდება. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, 9 ნოემბერს განაცხადა.
2021 წლის მესამე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 22.2%-ით გაიზარდა და 21.8 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 86.1%-ს პირდაპირი რეკლამა წარმოადგენს.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმუნიზაციის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, „ბუსტერ" დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი არ არის. ამის შესახებ გაბუნიამ დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოდან 7 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან 12.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 56.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი შვილი, თეონა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.