ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა.
იურიდიული ფირმა „ბიელსი“, რომელიც 2000 წელს პროფესიონალი იურისტების მიერ დაარსდა და 25 წლიან საქმიან გამოცდილებას ითვლის, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრი გახდა.
ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრუსელში, ბუნებრივი ღვინოების და ალკოჰოლიანი სასმელების მესამე გამოფენაზე „Atomic PIF” ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა.
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 2.594 მლრდ დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 21.798 მლრდ ლარს გაუტოლდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში რეალური მშპ-ის ზრდამ 9.8% შეადგინა.
ირანში ინტერნეტი მასშტაბურად გაითიშა. ინფორმაციას CNN არასამთავრობო ორგანიზაცია NetBlocks-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც მთელ მსოფლიოში გლობალურ ქსელზე წვდომას აკონტროლებს.
თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და სალმონელაზე კვლევის მიზნით აღებულ 5-ივე ნიმუშში პათოგენური მიკროორგანიზმი - სალმონელა (SALMONELLA) აღმოაჩინეს.
ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბაგები-ჩოლოყაშვილის მონაკვეთზე ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო ეტაპის სამუშოებს ასრულებს.
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9.790 მლრდ დოლარი შეადგინა.
ისრაელი არაკის მძიმე წყლის რეაქტორზე თავდასხმას ადასტურებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.