საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერმა, „საქკბაელმა“, ენერგეტიკის რიგით მეორე საერთაშორისო გამოფენასა და ფორუმზე საკუთარი პროდუქცია წარადგინა. საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციისა (GREDA) და ექსპო ჯორჯიას ეგიდით ჩატარებულმა ღონისძიებამ 30-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია და 3000-მდე ვიზიტორი გააერთიანა.
„საქკაბელმა“ დამთვალიერებელს სრული პორტფელი, მათ შორის სოლარ პანელებისთვის განკუთვნილი კაბელები და Schneider Electric-ის პროდუქცია წარუდგინა. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ „საქკაბელის“ პროდუქტებთან დაკავშირებით და შეეტყოთ, თუ როგორ უწყობს კომპანია ხელს განახლებადი ენერგიის განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის პარალელურად, ღონისძიების ფარგლებში ინდუსტრიის ექსპერტების ჩართულობით საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც ენერგეტიკის სექტორის უახლეს ტენდენციებს, გამოწვევებსა და ინოვაციებს მიეძღვნა.
„მოხარული ვართ, შევუერთდეთ Energy Expo 2025-ს, რომელიც ენერგეტიკის ინდუსტრიის ლიდერებისა და პროფესიონალების შეხვედრის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ღონისძიების გაფართოებული მასშტაბი და საერთაშორისო მონაწილეობის ზრდა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესში. ღონისძიება წარმოადგენდა ძალიან კარგ შესაძლებლობას, დაგვემყარებინა კავშირები როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ პარტნიორებთან. განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზნად რჩება. გვეამაყება, რომ საკუთარი პროდუქციით, გვეძლევა შესაძლებლობა წვლილი შევიტანოთ მდგრადი მომავალის შექმნაში“, - „საქკაბელის“ მმართველი დირექტორი, დავით კაპანაძე.
ინფორმაციისთვის, 2024 წლიდან, „საქკაბელი“ მომხმარებელს მზის ფოტოელექტრული სისტემებისთვის განკუთვნილ სოლარ კაბელებს სთავაზობს, რომელიც „საქკაბელის“ საწარმოში, EN 50618:2014 და IEC 62930:2017 სტანდარტების შესაბამისად იწარმოება. პროდუქცია საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანოს, TÜV Nord-ისა და ჩეხეთის „ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტის“ უსაფრთხოებისა და ხარისხის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატებს ფლობს.
შეგახსენებთ, „საქკაბელი“ 67-ე წელია იკავებს ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს, როგორც საკაბელო, ისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ სხვა 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ “საქკაბელის” პროდუქცია, მომხმარებელთან გაგზავნამდე, დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის.
(რ)