
2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 704 500 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9 900 კაცით მეტია.

2025 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ჯამში, 394.81 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 33 ტონა ხიზილალა იყიდა, რაც 16 წლის განმავლობაში (საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები 2009 წლიდან ქვეყნდება) მაქსიმალური მაჩვენებელია.

2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 704 500 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9.9 ათასი კაცით მეტია.

ტაილანდში პოლიციის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2025 წლის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ.

მიხეილ ყაველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა სამინისტროს ხელმძღვანელობა ,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა რევაზ სოხაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ქარსელაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა, მას თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე შეცვლის.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ოსეთის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.

2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 23 აპრილის მონაცემებით, საქართველოდან 17.2 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 10.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.