პროგრამის "დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
ბაღის გაშენების აგროვადა 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლითაა. ბაღების კომპონენტის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსების თანხა, როგორც ადგილობრივი სანერგე მეურნეობიდან ნერგის შეძენის შემთხვევაში, ასევე იმპორტის შემთხვევაში გაიცემა მხოლოდ ბაღის გაშენებისა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის შემდეგ.
"დანერგე მომავალი" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამაა. მას სოფლის განვითარების სააგენტო, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.
პროგრამის მიზნებია:
- სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურად გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც ჩანაცვლდება იმპორტირებული პროდუქცია და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი. გაადვილდება გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგება და გაუმჯობესდება სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
- ადგილობრივი, ფიტოსანიტარულად სუფთა, სარგავი მასალების/ნერგების წარმოების ზრდა, Რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება იმპორტირებულთან შედარებით იაფი სარგავი მასალების, ინტენსიური ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისათვის შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებას და მეხილეობის სექტორის რაოდენობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას.
მათთვის, ვინც ფლობთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და სურს სოფლად საქმიანობის წამოწყება/განვითარება, მხარდაჭერას ოთხი ძირითადი კომპონენტის ფარგლებშია შეთავაზებული: