
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მაგისტრალური წყალგაყვანილობის სისტემების მშენებლობის სექტორში, ფ/პ დავით ბეგოიძის მიერ შპს „კომფორტმშენის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 832.22 მილიონი ლარით (1.33%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.70%-ით გაიზარდა) და მარტის ბოლოს 63.41 მილიარდი ლარი შეადგინა.

გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ სროლა იყო. მოკლულია 30 წლის კაცი, მისი მამა კი დაჭრილია.

უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ მინერალების შესახებ შეთანხმება არ მოიცავს დოკუმენტის ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი უფრო დამშვიდებულია და უფრო მეტად დაინტერესებულია ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევით.

მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვევა.

მშვიდობიანი აქციის დროს რომ ეცემათ, ჩავერეოდი და დავიცავდი, მაგრამ იქ ვერ ვნახე ეს - არ მივიყვანოთ საქართველო იქამდე, რომ შიგნით რამე მოხდეს თორემ უცხოელებიც ვერ გიშველიან,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები იმართება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამის წარმომადგენლებს - ხაზინის აქტივების მართვისა და საკონსულტაციო დეპარტამენტის დირექტორს კატარჟინა მონიკა ზაიდელ-კუროვსკას, საკონსულტაციო და პარტნიორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მარკო რუისსა და გილერმე ალვესს შეხვდა.

ირანის ერთ-ერთ მთავარ პორტში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.