საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა, ჯამში 350 000 ლარის ოდენობით. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხოა, ვიდრე გუშინ, - ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ალასკაზე, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას.
ესპანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით აფრთხილებს და ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
რუსეთს ამ ომის მალე დასრულება არ სურს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
პრეზიდენტ ტრამპს ვეთანხმები, რომ უკრაინის უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს, იმედი მაქვს, რომ შეთანხმება, რომელსაც ერთად მივაღწიეთ, გზას გაგვიკაფავს უკრაინაში მშვიდობისკენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ალასკაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვიტყოდი, რომ უმეტესობაზე, ზოგიერთ დიდ საკითხზე ბოლომდე ვერ შევთანხმდით, მაგრამ წინ წავიწიეთ. ცოტა ხანში ზელენსკის დავურეკავ, - ამის შესახებ ტრამპმა ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთის (სურამის შემოვლითი გზა) სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.
ალასკაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა დაიწყო.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ალასკაში იმყოფებიან.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში ახალი, უეფას IV კატეგორიის სტადიონის პროექტირებისა და მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.