კიევის მიერ ურანის ჭურვების გამოყენება „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკებისთვის მოსკოვის მიერ განიხილება, როგორც ბინძური ბირთვული ბომბების გამოყენება, – ამის შესახებ ვენაში სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე გავრილოვმა განაცხადა.
საგურამოში, სოფელ წიწამურთან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილი, რომლიც ვაკე-საბურთალოს, დიდუბისა და გლდანის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა, – ამის შესახებ ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალურ განცხადებაში.
თიბისი კონცეპტი, „მასტერქარდისა“ და Stockton ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში საზოგადოებას მუსიკალურ სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ პრემიერაზე იწვევს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციას გენეტიკური კვლევის ცენტრი „მედ დიაგნისტიკა“ შეუერთდა, რომელიც 2019 წელს დაარსდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობების პრობლემის მოგვარების მიზნით, პროგრამის შექმნა დაავალა.
„ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიისა და მიმდებარე არეალის განაშენიანება, მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის, რადგან ეს არის თბილისის ცენტრალური ნაწილი და არავის სიამოვნებს, თუ როგორ არის დღეს არსებული ტერიტორია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ევროკომისია არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ახალ გეგმას აანონსებს. ამის შესახებ განცხადება შიდა საქმეების ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჰიპერმარკეტების ქსელი „აგროჰაბი“ მიმდინარე წელს თბილისში ორ ახალ ფილიალს გახსნის.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ხანგრძლივობა ისევ გაიზარდოს.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 25 იანვრის 23:00 საათიდან 26 იანვრის 06:00 საათამდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.