საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებს 19 695 000 ლარი გამოეყოფა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.3 პროცენტი შეადგინა.
თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით არის შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,516,634,479 აშშ დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 107.6 პროცენტით აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი), – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მონაცემებშია აღნიშნული.
„თიბისი კაპიტალი“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს.
„თიბისი“ ციფრული ბანკის საჩუქრების კამპანიის ფინალის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს „თიბისი“ ბანკიდან აცნობეს.
ვიდრე ჩვენს ქვეყანას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო კიცხავენ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად ასეულობით მილიონ ევროს უხდიან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი.
თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. ჯონსონის ვიზიტის შესახებ წინასწარ ცნობილი არ ყოფილა.