სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს რკინიგზის განვითარების სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს იყო პროგრესი მოდერნიზაციის კუთხით. ამასთან, აღინიშნა, რომ ტვირთის გამტარუნარიანობა მოდერნიზაციის შედეგად 2024 წლის ბოლოსთვის 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონამდე გაიზრდება.
საქართველოს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველომ შეძლოს უკეთესად კოორდინაცია და კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან, – ამის შესახებ საქართველოს კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ტრასეკა-ს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევის შესახებ საუბრისას განაცხადა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2023 წლის იანვრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით 20 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 9 პირი დააკავეს.
საქართველოს შეეძლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს. ეს განცხადება ასახავს იმ ღირებულებებს, რასაც ჩვენ ორმხრივ ურთიერთობასა და პარტნიორობას ვანიჭებთ, – ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათავამი.
საქართველო ჩვენნაირია? აქვს საქართველოს ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ? ამაზე პასუხს ელოდებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.
სუვერენიტეტი, უკრაინა, შვილები, სახლები, ეს არის მნიშვნელოვანი მოტივაცია, ასევე ევროკავშირის წევრობა. ის გვჭირდება ამ წელს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შარლ მიშელთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. სებ-ის პრეზიდენტს, 1 პირველი ვიცე-პრეზიდენტი და 2 ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება.
"განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან მძიმე განცხადებებს ვისმენთ იმ თვალსაზრისით, რომ საუბარია ომზე, დაპირისპირებაზე. მინდა, ამ ადამიანებს მივმართო, ცოტა გონს მოეგონ და ძალიან ფრთხილად იყვნენ ამ განცხადებებთან“