სუვერენიტეტი, უკრაინა, შვილები, სახლები, ეს არის მნიშვნელოვანი მოტივაცია, ასევე ევროკავშირის წევრობა. ის გვჭირდება ამ წელს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შარლ მიშელთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აფასებს ყველაფერს, რაც ევროკავშირმა უკრაინისთვის გააკეთა.
„ვაფასებ ყველაფერს, რაც გააკეთეთ. ვფიქრობ, მოვისმინე ურსულასგან, რომ ჩვენს რეკომენდაციებთან დაკავშირებით შედეგების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, დავიწყოთ დიალოგი ევროკავშირში ჩვენი მომავლის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ეს წელს მოხდეს, ჩვენი მოტივაციისთვის, ჩვენი არმიის მოტივაციისთვის, რადგან მათ თავს ესხმის რუსეთის არმია. რა თქმა უნდა, სუვერენიტეტი, უკრაინა, შვილები, სახლები, ეს არის მნიშვნელოვანი მოტივაცია, ასევე, რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრობა. ჩვენ ის გვჭირდება წელს და როდესაც ვამბობ ამ „წელს“, შარლ, მე ვგულისხმობ 2023-ს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.