ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა გახდება ჩვენი ალიანსის წევრი, მაგრამ ამავე დროს, ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ფინეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ახლა საკითხი არის უკრაინის, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვების უზრუნველყოფა და ამიტომ ნატო-მ უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს.
„ახლა მთავარია, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და ვერავინ გეტყვით ზუსტად, როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ როდესაც დასრულდება, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისტორია არ განმეორდება, რომ პრეზიდენტი პუტინი ვერ გააგრძელებს მეზობლებზე თავდასხმას. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები, მაგრამ ასევე მოვძებნოთ ჩარჩოები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი სხვა დროს არ შეიჭრას უკრაინაში“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.