jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

ამჟამად რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, თუმცა მათი დამატებითი ზრდა მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მისი 7-წლიანი საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაციაზე განაცხადა.

“აქ შეკრებილ საზოგადოებას ნამდვილად არ ჭირდება იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს ქვეყნისათვის საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური ოდენობის ფლობა. ეს არის სუვერენული რეიტინგების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, ეს არის ინვესტორების ნდობა, ეს არის ღირსეული ადგილი საერთაშორისო პარტნიორების გვერდით. ნამდვილად მეამაყება, რომ სწორი პოლიტიკით ეროვნულ ბანკს დღეს ისტორიულად მაღალი 4.8 მლრდ დოლარი მთლიანი საერთაშორისო რეზერვი აქვს. თუმცა, საკმარისი არც ეს არის და რეზერვების ზრდა უნდა გაგრძელდეს,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 4.9 მილიარდი დოლარია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სავალუტო რეზერვების ზომა 821 მილიონი დოლარით, ანუ 20%-ით გაიზარდა.

საერთაშორისო რეზერვებიდან 4.425 მლრდ დოლარი უცხოური ვალუტის რეზერვებზე მოდის. თანხის ნაწილი (2.88 მლრდ დოლარი) ფასიან ქაღალდებშია ჩადებული, ნაწილი 1.5 მლრდ კი, ნაღდი უცხოური ვალუტა და დეპოზიტებია. საერთაშორისო რეზერვები მოიცავს IMF-ის სესხების სპეციალური უფლებებს ანუ ანუ შDღ-ებს, რაც 462.3 მლნ-ს შეადგენს.

374