2014 წლიდან დღემდე, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული ზარალი 67 მლნ ლარს აღემატება, - ამის შესახებ ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, 2022 წელს პლენარულ სხდომაზე სიტყვით პარლამენტის 18 დეპუტატი არ გამოსულა.
„სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით, კერძო სექტორის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების შედეგია ბოლო 10 წელიწადში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის თითქმის 147 %-იანი ზრდა“, - განაცხადა შამუგიამ.
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი გაზრდილია 112%-ით - განაცხადა ოთარ შამუგიამ პარლამენტში.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა. იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა.
საქართველოს რკინიგზისა და ავტო მწარმოებლების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ავტომობილების რკინიგზით გადაზიდვები იწყება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით შემცირდა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.9 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 783.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1 პროცენტით მეტია.