ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია Marine Shipping & Forwarding-ის ფინანსური პარტნიორია.
ქუთაისში თიბისი კონცეპტი საბავშვო არქიტექტურულ მასტერკლასებზე გეპატიჟებათ. შეხვედრები 22 და 24 აპრილს გამოფენის „ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე” ფარგლებში გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 აპრილის დღის ბოლოდან 21 აპრილის ჩათვლით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოების გამო, 20 აპრილის 03:00 საათიდან 07:00 საათამდე შოთა რუსთაველის გამზირზე, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პროვაიდერი კომპანიების გარდა, რამდენიმე კონტრაქტორი კომპანია შეასრულებს - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მედიას განუცხადა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თურქი მომწოდებლების მხრიდან გარკვეულ მედიკამენტებზე მოწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არსებობს და ამ კუთხით აჟიოტაჟი უსაფუძვლოა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს უფროსი ქალაქ ჩენგდუში, ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენის „The 108th China Food & Drinks Fair“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
2023 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.28 მილიარდი ლარია.
დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.