სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტმა განვითარების პარტნიორებთან ერთად, წარადგინა ახალი პროექტი შიდა აუდიტის გაძლიერებისთვის საქართველოს საჯარო სექტორში.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, სამი მოკვლევა დასრულდა, ხოლო ორ საქმეზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის – 2 299 299 მუშაობის პროცესი.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქუთაისის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელი ფარცხანაყანევი იყო.
ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ლოს-ანჯელესში, ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზე ,,RAW Wine” იყო წარმოდგენილი.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ლოგისტიკის ინდექსში (Logistics Performance Index-LPI) საქართველოს პოზიცია 40 საფეხურით გაუმჯობესდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ლანჩი გვქონდა, რათა განგვეხილა ისტორიული შესაძლებლობა საქართველოს ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, – ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
როგორც „ცივი ომის“ წლებში, ჩვენ კვლავ მივუახლოვდით საშიშ და, შესაძლოა, კიდევ უფრო საშიშ ზღვარს, – ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.