საქართველოს რკინიგზისა და ავტო მწარმოებლების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ავტომობილების რკინიგზით გადაზიდვები იწყება.
როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, Toyota, BMW და AUDI ცენტრალურ აზიაში მანქანებს რკინიგზის მეშვეობით ჩაიყვანენ. მარშრუტი შემდეგია: საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ცენტრალური აზია.
„აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ავტომობილების მწარმოებლები ცენტრალური აზიის მიმართულებით, მანქანების გადასაზიდად სახმელეთო ტრანსპორტს იყენებდნენ. მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა, ავტომობილების სარკინიგზო გადაზიდვები რეგულარული გახდეს“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.