
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებით ძალიან სასიკეთო და ქმედითი, გაბედული ნაბიჯები გადადგა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის ეკლესიაში ქადაგების დროს განაცხადა.

დღევანდელი მსვლელობაც არის, მათ შორის, იმის გამოძახილი, რომ ქართველი ხალხი ბოლომდე დადგება მტკიცედ ჩვენი ტრადიციული ფასეულობების სადარაჯოზე, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ოჯახის ჟურნალისტებს განუცხადა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელი სამი საოჯახო მარანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში გამართულ გამოფენაში ,,RAW Wine Shanghai” მონაწილეობდა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი დღეიდან ორმაგდება.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

,,ვიმყოფებით ქვეშეთი-კობის მშენებარე მონაკვეთზე, რომელიც არის უნიკალური პროექტი თავისი კონსტრუქციული გადაწყვეტებით. ამჟამად შენდება 23 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს დროსა და მანძილს ქვეშეთიდან კობამდე.

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მდებარე ავარიული კორპუსის იატაკის ჩამონგრევის შემდეგ, არსებობს შენობის ფასადის ჩამოშლის საფრთხე, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება კვლავ შეზღუდული რჩება.

უკრაინამ დღეს, რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად, 909 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს.

,,დავათვალიერეთ დაბა ჟინვალის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი და ის აქაური მაცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.