პოლონეთის რამდენიმე ქალაქში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სახლები, ქუჩები, მთავარ ავტომაგისტრალებზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად პოლონეთის ცენტრალური და დასავლეთ რეგიონები დაზარალდა.
გამოქვეყნდა მეორე კვარტლის მონაცემები და 3.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული უმუშევრობის დონე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ზრდის დინამიკა 2024 წლის მეორე კვარტალშიც გაგრძელდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 566.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტია.
ბაზისბანკთან პარტნიორობით, ბათუმში, საერთაშორისო ჯგუფ Accor-ის პირველი სასტუმრო ibis Styles Batumi გაიხსნა. პროექტი, ბაზისბანკის მიერ 6.3 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახუროს მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის II კვარტალში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 2.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნიდან თხილის ექსპორტზე დამატებითი მოთხოვნები ამოქმედდა. უწყების თანახხმად, ეს ცვლილებები ქართული ნორმების ევროდირექტივასთან თანხვედრაში მოყვანას ისახავს მიზნად და ის თხილის ნიმუშების კვლევას შეეხება.
ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანშია. რუსეთის პრეზიდენტს, რომელიც აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევმა სახლში უმასპინძლეს.