gorgia
ავერსი legi

„ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმებით საქართველომ კიდევ უფრო უნდა გაიმყაროს პოზიციები და საერთაშორისო ბაზარზე თავი დაიმკვიდროს როგორც პრემიუმ ღვინის მწარმოებელმა ქვეყანამ. სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება კომერციული ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემა და გულისხმობს ხარისხიანი მოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, რადგან ღვინის ხარისხის სწორედ ვენახში იწყება“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.


ლევან მეხუზლამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს.


„ამ ეტაპზე ვენახების მასიური გაშენების ტემპი შენელებულია. ბოლოს წლების სტატისტიკით, ყოველწლიურად, 500 ჰექტრამდე ფართობი ახალი ვენახი შენდება. ამ მონაცემზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება შეეხება დაახლოებით 100-მდე პირს. ვინც ახლა აშენებს ვენახს, უნდა გააცნობიეროს, რომ ვენახი არის მომავლის ინვესტიცია და გაშენება სწორად უნდა დაიგეგმოს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.


ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 1961 წლის შემდეგ, ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.


„მოხმარების შემცირება განსაკუთრებით შეეხო დაბალ საფასო კატეგორიის ღვინოებს; მდგომარეობა უფრო სტაბილურია პრემიუმ სეგმენტში. იმისთვის, რომ მოსავალი იყოს ხარისხიანი, ვაზის ნერგი, ნიადაგი, გაშენების ადგილმდებარეობა, გაშენების პროექტი, ეს ყველაფერიც უნდა იყოს ხარისხთან შესაბამისი. სახელმწიფო დიდ რესურსს ხარჯავს დარგის განვითარებაზე და ვისაც სურს ამ მხარდაჭერით სარგებლობა, უნდა გაითვალისწინოს ჩვენი შესაბამისი რეკომენდაციები“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარემ.


საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ცვლილებებით თანახმად, კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის გაცემის ცნება.

ინფორმაციას ღვინის ეროვნიული სააგენტო ავრცელებს. 

55