ფასებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო სამუშაო კომისია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით 13:00 საათზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საავტომობილო გზების ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის 6 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.2% შეადგინა, ხოლო 2025 წლის საშუალო რეალური ზრდა 7.5%-ით განისაზღვრა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო მოედნების მშენებლობას იწყებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისში განთავსებული ელექტრო ტაბლოები შეფერხებით მუშაობს.
ეროვნულმა ბანკმა კიდევ 7 ვალუტის გადამცვლელი დააჯარიმა. შედეგად, 2026 წელს, მხოლოდ 7 დღეში დასანქცირებულია 42 სავალუტო ჯიხური. ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებული სტატისტიკიდან ჩანს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც გრანტის განსაზღვრება დაზუსტდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება.
კომუნიკაციების კომისიის წევრებმა დღეს ჩატარებულ არჩევნებზე გოგა გულორდავა სამი წლის ვადით კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
ხვალ, 30 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, ღრმარელეს სათავე ნაგებობის მთავარ წყალგამტარ გვირაბზე, რომელიც ნაძალადევის, ჩუღურეთის და ისნის რაიონების ქუჩებს სასმელი წყლით უზრუნველყოფს, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.