2023 წელს საქართველოში ყურძნის უფრო მცირე მოსავალს ელიან ვიდრე გასულ წელს - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, ნაკლები მოსავლის გათვალისწინებით, ბიუჯეტი სუბსიდირებისთვის შემცირებულ ბიუჯეტს - 50 მილიონ ლარს გამოყოფს.
ჩინეთი კატეგორიულად გმობს აშშ-ის მიერ ჩინეთში ინვესტიციების შეზღუდვებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, შოვში სტიქიის ადგილას ძებნის სამუშაოები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე გარდაცვლილთა პოვნის შანსი იქნება. ამის შესახებ მან საგანგებო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მკითხველის „საბას“ ჟიურის ხუთივე წევრის ვინაობა ცნობილია. მკითხველები, რომლებმაც 3 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი დრო დაუთმეს SABA Reader-ში კითხვას.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი ეკონომიკური აგენტები განმეორებით დააჯარიმა.
10 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო სამუშაოებს ჩაატარებს.
"ბაზისბანკსა" და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერებასა და ბაზისბანკის მხრიდან სოციალური მეწარმეობის კონცეფციის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმებით.