
პროფესორის, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, მან დღეს გაიარა რეგისტრაცია და მიიღო გადაწყვეტილება აიცრას “ფაიზერის” ვაქცინით. ამის შესახებ ფხაკაძემ საინფორმაციო სააგენტო BUშINEშშ თIME-ს განუცხადა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში “ინდური შტამი” ჯერ არ არის დაფიქსირებული. ამის შესახებ იმნაძემ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა.

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომლის წლევანდელი თემა არის „ინფორმაცია საზოგადოებრივი სიკეთეა“, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განცხადება გაავრცელა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭამ განცხადება პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა და მედიის წარმომადგენლებს ეს დღე მიულოცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მესტიაში, გულის უღელტეხილზე იმყოფებოდა ტურისტი, რომელიც ითხოვდა მაშველების დახმარებას. – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს .


შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.

მთავრობის სპეციალურ ვებგვრდზე, stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 476 ტესტი და კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 808 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.