სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
სექტემბერში ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით 500 000 ტონაზე მეტი ტვირთი გადაიტანეს, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით მეტია.
[2024 წლის 26 ოქტომბერი] ეს არის დღე, როცა ევროკავშირმა მოატყუა ქართველი ხალხი და შეეცადა საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების ძალადობთ შეცვლას - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ამერიკული კომპანიის „Big Sky Ranch Inc” ორგანიზებით, საქართველოს ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლისა პეროტი-ბრაუნი (Lisa Perrotti-Brown) სტუმრობდა.
ალექსანდრ ვუჩიჩმა აღიარა, რომ მისი პარტია, „სერბეთის პროგრესული პარტია”, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, “სტუდენტურმა სიამ” კი გაიმარჯვა. „ცხადია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ, „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა“, - განაცხადა ვუჩიჩმა სატელევიზიო გამოსვლაში.
სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ-სანელებლის 44 ნიმუში აიღო.
დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, საქართველოს, ბრიტანეთის კომერციული სფეროს და ,Swirl Wine Group-ის წარმომადგენლების 12-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა.
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება კიდევ ერთმა ახალმა, იორდანიის ეროვნულმა ავიაკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო.
საქართველოდან ზოგიერთი სასმელის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები მიზნობრივია, არანაირი პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას, - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გუდრუნ კუგლერი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.