„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ასრულებს .
გაზსადენის დაზიანების გამო, ვარკეთილის რაიონში გაზის მიწოდება ავარიულად 7700 აბონენტს შეუწყდა.
სექტემბერში სურსათის გლობალური ფასები საშუალოდ 1.5%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის ჯგუფში.
2 ოქტომბრის მდგომარეობით გადამუშავებული 147 300 ტონა ყურძნიდან მაღალი და საშუალო ხარისხის 145 800 ტონაა (99%), ხოლო მკვახე და უხარისხო - 1 500 ტონა (1%).
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის კმ14-კმ18 მონაკვეთის და გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის 0.9 კმ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში წყალმომარაგებისა და წყალაირინების ქსელების განახლების დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს ასრულებს.
ღვინის ეროვნულ სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი ჩინური მარკეტინგულ კომპანიის „Beijing Shi Dai Yi Feng Information Technology Co” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა ქალაქ შანხაიში გაიმართა.