ლიბერთი, „მთიელი წიგნები“ და „ვთამაშობთ „ვეფხისტყაოსანს“ კახეთს ესტუმრა. სამი დღის განმავლობაში პროექტის მონაწილეებმა საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 6 სოფელი მოიარეს.
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა.
საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (თბილისის მიმართულება) წიწამურის ხევზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე დაგეგმილია გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება (დაზიანებულია რკინაბეტონის კოჭობს შორის გამონოლითების ნაკერი).
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფო იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 100%-იანი წილის მფლობელი, პორტში შექმნილი ტერმინალები კი იჯარით გადაეცემათ საერთაშორისო პარტნიორებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ, თურქეთის რესპუბლიკასთან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის პროცედურა წარმატებით აამოქმედა. ამის შესახებ ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 946 ფაქტი გამოავლინეს.
თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება.