janmedi
ავერსი ნემო

სექტემბერში ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით 500 000 ტონაზე მეტი ტვირთი გადაიტანეს, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით მეტია.

ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟო სამსახურის უფროსმა, გეორგი ცეგოევმა რეგიონულ საინფორმაციო ცენტრ TASS Caucasus-ს ვიდეოინტერვიუში განუცხადა.

კერძოდ, ცეგოევის ცნობით, სექტემბერში საკონტროლო პუნქტის გავლით 503 000 ტონა, ხოლო წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში მთლიანობაში 3.4 მლნ ტონა ტვირთი იქნა გადაზიდული.

კონტრაგენტ (კონტრაქტორ) ქვეყნებს შორის ამჟამად თურქეთი ლიდერობს. კერძოდ, ქვეყანას ამ მარშრუტზე საქონლის ყველაზე ფართო ასორტიმენტი გადააქვს. ეს არის თურქეთისთვის ტრადიციული ხილისა და ბოსტნეულის ჩვეულებრივი პროდუქტები, ასევე, სამომხმარებლო საქონელი, აღჭურვილობა, ყველა სახის პლასტმასი და ნახევარფაბრიკატები როგორც მრეწველობისთვის, ასევე, კვების პროდუქტების წარმოებისთვის.

“ძნელია, იპოვო პროდუქციის ჯგუფი, რომელიც თურქეთს რუსეთში ექსპორტზე არ შეჰქონდეს,“- თქვა ცეგოევმა.

მისი თქმით, რუსეთს, თავის მხრივ, ზემო ლარსის გავლით სხვა ქვეყნებში მარცვლეული, საკვები პროდუქტები, აღჭურვილობა და მზა პროდუქციის ფართო სპექტრი გააქვს ექსპორტზე.

ამასთან, ზემო ლარსზე ე.წ. ტრანზიტული ტვირთი მოძრაობს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე გადის. კერძოდ, სატვირთო ავტომობილები ბელარუსიდან ახლო აღმოსავლეთში, საქართველოსა და სომხეთში მიემართებიან.

53