
ეროვნული ბანკი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ადგილზე ინსპექტირების გზით რეგულარულად ამოწმებს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2023 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 317.70 მლნ ლარით, ანუ 0.71%-ით შემცირდა და იანვრის ბოლოს 44.47 მლრდ ლარი შეადგინა.


საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6272 ლარი ეღირება, ევრო – 2.7751 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1471 ლარი.

ამჟამად რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, თუმცა მათი დამატებითი ზრდა მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მისი 7-წლიანი საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაციაზე განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველებისგან CV-ებს 15 მარტამდე მიიღებს - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლიბერთი აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შექმნას. ბანკი ბიზნეს და აგრო სექტორისთვის საგაზაფხულო აქციას წელსაც აანონსებს.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1-ელი მარტიდან საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს ბაზაში დაცული ინფორმაციის არეალი უცხო ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციით გაფართოვდება.

სამწუხაროდ, უმეტეს ბანკს დაცვა არ ჰყავს, როდესაც ვეუბნებით, რომ დაცვა აიყვანონ, გვპასუხობენ, რომ თემა დაზღვეული აქვთ და პრობლემა არ აქვთ, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფებოდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს 3 პირი, რომელთაგანაც ერთი დაკავებულია.