ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს კვლავ სურს კიევის ოკუპაცია, თუმცა მათი იდეები, მისია და იმედი მთელ უკრაინას ეხება, რომ დავკარგოთ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. თუმცა, ვფიქრობ, ყველამ გაიგო, რომ თუ არ შეუძლიათ დედაქალაქის ოკუპაცია, მათ არ შეუძლიათ უკრაინის ოკუპაცია“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თუ პუტინი უკრაინაში ომს წააგებს, რუსეთი დაიშლება და ის არსებობას შეწყვეტს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი, რათა დაამარცხოს რუსი "გოლიათი".
ევროპის ჩრდილოეთით ბირთვული იარაღით აღჭურვილი რუსული სამხედრო ხომალდები გამოჩნდნენ, - ინფორმაციის ამის შესახებ ნორვეგიის დაზვერვა ავრცელებს.
პუტინი არავინაა, ვინ იღებს რუსეთში გადაწყვეტილებებს, არავინ იცის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა 24 ირანული "შაჰიდის" დრონი ჩამოაგდეს.
კიევის მიერ ურანის ჭურვების გამოყენება „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკებისთვის მოსკოვის მიერ განიხილება, როგორც ბინძური ბირთვული ბომბების გამოყენება, – ამის შესახებ ვენაში სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე გავრილოვმა განაცხადა.
ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის მორიგი ტრანშის გამოყოფას მხარი დაუჭირა. შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს.