რუსეთმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით 120-ზე მეტი რაკეტა ისროლა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სარატოვის ოლქში, აეროდრომთან ახლოს, სადაც აფეთქებების ხმა ისმოდა, უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უწყება ამბობს, რომ დაიღუპა 3 ადამიანი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში, ამერიკელ კანონმდებლებს უკრაინის დროშა გადასცა, რომელიც უკრაინელი სამხედროების მიერ არის ხელმოწერილი.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების დროს უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს როგორც უკრაინამ, ასევე რუსეთმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
"გთხოვთ, დაეხმარეთ უკრაინას და ჩვენს მცდელობას რომ აღვადგინოთ მშვიდობა! შეუერთდით გლობალური მშვიდობის ფორმულის სამიტს" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს ვიდეომიმართვაში, რომლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ჩვენებაზეც FIFA-მ უარი უთხრა.